მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.
18-24 აპრილს მსოფლიო ბანკის და IMF საგაზაფხულო შეხვედრები გაიმართება.
IMF ტვიტერზე: რადგან მსოფლიო ებრძვის ინფლაციას, პანდემიას, ომს და კლიმატის ცვლილებას, მსოფლიო ბანკის და IMF–ის 2022 წლის საგაზაფხულო შეხვედრები შესანიშნავი პლატფორმაა ამ საკითხების განსახილველად.
გეორგიევა ტვიტერზე: იმის გამო, რომ მსოფლიო მრავალი კრიზისის წინაშე დგას, ისევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გლობალური წევრები შევიკრიბოთ ამ კვირის IMF/WB შეხვედრებზე. ჩვენ ერთად განვიხილავთ ომის ეკონომიკურ შედეგებს, ინფლაციას, ვალებს, სასურსათო კრიზისს და სხვა.
აღნიშნული შეხვედრების განსაკუთრებულობას აღნიშნავს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას აშშ-ის ხაზინის მდივანი იელენი. იგი აღნიშნავს, რომ საქონლის ფასების მატება ქმნის უფრო მყისიერ მოთხოვნილებებს განვითარებად სამყაროში, რომელზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე: ”ეს იქნება გადაუდებელი საზრუნავი ჩვენთვის მომავალ კვირაში, რათა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გლობალური შიმშილი”.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ტვიტერზე: იმის გამო, რომ მსოფლიო მრავალი გადაფარვითი კრიზისის წინაშე დგას – უკრაინის ომიდან დაწყებული, ვალებით დამთავრებული – მაღალი ინფლაცია ეკონომიკური და სოციალური კატასტროფაა მრავალი ღარიბი ქვეყნისთვის.
გეორგიევა ტვიტერზე: ქვეყნების უმეტესობისთვის მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის აღდგენას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, რათა დაუბრუნდეს პანდემიამდელ ტენდენციას. განვითარებადი ქვეყნებისთვის აღდგენა კიდევ უფრო ხანეგრძლივი იქნება, რადგან ისინი ებრძვიან ომის ეკონომიკურ შედეგებს და პანდემიის გრძელვადიან კვალს.
გეორგიევა ტვიტერზე: პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. ენერგეტიკისა და სურსათის მაღალი ფასები ემატება ინფლაციურ ზეწოლას. ადამიანური თვალსაზრისით, ხალხის შემოსავალი მცირდება და გაჭირვება იზრდება.
მსოფლიო ბანკის ბლოგი: გლობალური ეკონომიკა დგას გამოწვევების ერთობლიობის წინაშე, რომელიც აქამდე იშვიათად გვინახავს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უამრავ ახალ რისკს უქმნის ადრე არსებულ ვითარებას, რომელიც შეიქმნა, ან გამწვავებულია საუკუნეში ერთხელ პანდემიით. მზარდი გლობალური ინფლაცია და არათანაბარი ეკონომიკური აღდგენა 2020 წლის კრახის შემდეგ, რამაც გააფართოვა ზღვარი მდიდარ და ღარიბ ერებს შორის, აშკარად ფიგურირებს 2022 წლის რისკების გრძელ სიაში. ომი უკვე იწვევს გლობალურ ინფლაციას. მისი დაუყოვნებელი ეკონომიკური ზემოქმედება ძლიერად იგრძნობა სასაქონლო ბაზრებზე მიწოდების შოკით, რომელიც მოგვაგონებს 1970-იანი წლების ნავთობის შოკებს – გარდა ამისა, ის ასევე გულისხმობს საკვების ფასების მკვეთრ ზრდას.
Financial Times-ის კვლევის თანახმად, ზრდის შენელებისა და მაღალი ინფლაციის, ან სტაგფლაციის ორმაგი საფრთხე წელს გლობალურ ეკონომიკას დააზარალებს, რადგან რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას შეანელებს. უახლესი Brookings-FT ინდექსის მიხედვით, ფასების ზეწოლის ზრდა, გამოშვების მკვეთრი შემცირება და ნდობის დაქვეითება ქვეყნების უმეტესობისთვის დამაბრკოლებელი იქნება.
UN DESA ტვიტერზე: მსოფლიო მოსახლეობის 53%-ს საერთოდ არ ჰქონდა სოციალური დაცვის შესაძლებლობები 2020 წელს. უკეთესი დაფინანსებით, მთავრობებს უკეთესად შეუძლიათ სოციალური მდგომარეობის მართვა. UN DESA მდგრადი განვითარების დაფინანსების ახალ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს.
ბაიდენი ტვიტერზე: გასულ წელს ამერიკაში შევქმენით 365 000 ახალი სამუშაო ადგილი წარმოების სფეროში – კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
ბაიდენი ტვიტერზე: უმუშევრობის დონე 3,6%-ია, რაც ჩემს თანამდებობაზე ყოფნის დასაწყისისთვის 6,4%-ს შეადგენდა. ეს უმუშევრობის ყველაზე სწრაფი კლებაა მსგავს ვითარებაში.
ინსაიდერი: ათწლეულების განმავლობაში რუსეთზე მიდრეკილება აიძულებს გერმანიას მიიღოს სახიფათო გადაწყვეტილება: განაგრძოს რუსული ნავთობის შესყიდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური რისკების წინაშე აღმოჩნდება.
ინსაიდერი: გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი ცდილობს აღადგინოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ოლიგარქთან საეჭვოდ დაკავშირებული $7 მილიარდის აქტივები გაიყინა.
Bloomberg Businessweek: რუსებისთვის ტურიზმის სასურველი წერტილები ხელმიუწვდომელი ხდება, რადგან უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულმა სანქციებმა ბევრი რუსული საკრედიტო ბარათი გამოუსადეგარი გახადა.
ჯონსონი ტვიტერზე: ამ კვირაში მე ვიმოგზაურებ ინდოეთში, რათა გავაღრმაო ჩვენს ქვეყნებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობა. ვინაიდან ჩვენ ვხვდებით საფრთხეს ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ავტოკრატიული სახელმწიფოებისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიები და მეგობრები ერთად იყვნენ. ინდოეთი, როგორც მთავარი ეკონომიკური ძალა და მსოფლიოში უდიდესი დემოკრატია, არის დიდი ბრიტანეთის უაღრესად ღირებული სტრატეგიული პარტნიორი ამ გაურკვეველ დროში. ჩემი ვიზიტი ინდოეთში ემსახურება იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ორივე ჩვენი ერის, ხალხისთვის – სამუშაო ადგილების შექმნიდან და ეკონომიკური ზრდიდან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებამდე და თავდაცვამდე.