30 მაისი – 3 ივნისის კვირის შეჯამება

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით, ახლა  არის ვითარება, რომ რუსეთმა სამწუხაროდ უკრაინის ხარჯზე მიიღო მესიჯი, რომ მთელი დანარჩენი  მსოფლიო არის  ერთიანი.

“ველოდი თუ არა ამ  სანქციებს, ვინმეს რომ ეს 100 დღის წინ ეთქვა წარმოუდგენელი იქნებოდა , რომ ასე  მოხდებოდა, მეტი გვინდა? Რა თქმა უნდა მეტი გვინდა. ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები , საქართველო,  რომელმაც  რუსეთი აგრესია არაერთხელ  გამოცადა  საკუთარ თავზე, ემოციურად გვინდა მეტი, მაგრამ პრაგმატულად ეკონომიკური გათვლებით ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა  ემოცია ეკონომიკურ  გათვლებს შეუფარდა და  საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო” –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

Მისივე თქმით ევროკავშირის  მსჯელობს,  ფიქრობს , მძიმე  დისკუსიები  აქვს, მაგრამ დემოკრატიის ძალა  სწორედ  იმაშია, რომ მყარი ეკონომიკური გადაწყვეტილებები მიიღება.

“ჩვენ არ  მივიღებთ  სუსტ ევროკავშირს,  ჩვენ მივიღებთ ძალიან  ძლიერ  ევროკავშირს, რომელიც  ხვალ უფრო მკაცრად  დაელაპარაკება რუსეთს, ასე  რომ მე  ვფიქრობ, რომ ამ სანქციების ნაწილი იყო კარგად გათვლილი , თუმცა  მგონია, რომ საბოლოო ჯამში  რუსეთი იღებს  მძიმე  დარტყმებს, რაც  რუსეთის  ეკონომიკისთვის და პოლიტიკური სისტემისთვის იმაზე  მძიმე  იქნება ვიდრე  წარმოედგინათ“. –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით დემოკრატია  ყოველთვის მეტ  ფასს  იხდის, იმიტომ რომ დემოკრატიაა , მისივე თქმით დემოკრატია  ძვირია, იმიტომ რომ ადამიანებს უწევენ ანგარიშს და ყველა  ადამიანის აზრი პატივსაცემია.

“ეკონომიკური ფუნქციონირების ყველაზე სწორი მოდელი არის  საფონდო ბირჟა, იმიტომ რომ კონკურენცია ქმნის  ფასს  და  არ გამოდის ვინმე ერთი და არ ამბობს, რომ  ეს  არის ფასი. Რა  თქმა  უნდა  ევროკავშირს  ექნება  უფრო მეტი ფასი  გადასახდელი, მაგრამ  კონკურენციის უპირატესობა  ის  არის, რომ ეს ფასი იქნება მყარი, სტაბილური,  გრძელვადიანი და  არა  ვინმე  ერთზე,  ან ძლიერ  გადაწყვეტილებაზე  დამოკიდებული, ეს არ  ესმის  რუსეთს, მაგრამ მე მგონია რომ  ევროკავშირი პირველ ეტაპზე  გადაიხდის  მძიმე ფასს,  ევროკავშირის დაკარგავს  მეტს,დანარჩენი მსოფლიო დაკარგავს მეტს,  მაგრამ  ეს მხოლოდ  მოკლევადიანი ხედვაა და თუ  ჩვენ  ამას  ეკონომიკური თვალსაზრისით შევაფასებთ საშუალო და  გრძელვადიან ხედვაში რუსეთი განადგურდება“. – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის თქმით სასურსათო  უსაფრთხოება საქართველოსთვის მთავარი საკითხია და რაც  არ  უნდა  ვთქვათ , რომ საქართველოს  სასურსათო უსაფრთხოება  უზრუნველყოფილია, ქვეყანა მაინც  მსოფლიოზეა დამოკიდებული.

“თურქეთის  როლი შესაბამისად უნდა  დავაფასოთ, იმიტომ რომ მსოფლიოში თურქეთის  როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის და თურქეთის გარეშე ამ რეგიონში რუსეთის  პრობლემა  ვერ  მოგვარდება.

თურქეთი ყველა საჭირო  დროს გადამწყვეტად თამაშობს იმ როლს  რაც  რუსეთის  დასასჯელად არის  საჭირო. Მე მგონია, რომ  ჩვენი ეკონომიკური დივერსიფიკაციის  კუთხითაც  თურქეთის  როლის კიდევ უფრო გააქტიურება გადამწყვეტი გადაზღვევაა  ჩვენთვის“. – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი ორნიშნა  ინფლაციასაც  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლოდინებზე  საუბარი ძალიან  რთულია, იმიტომ რომ რაც  არ უნდა  ლოკალური იყოს  ეს  პრობლემა მთელ მსოფლიოში  საუბარი მიდის  იმაზე, თუ როგორ  გაგრძელდება ეს მოვლენები უკრაინაში.

“თუ სასურსათო  უსაფრთხოების  სწორი და პროგნოზირებადი კონტურები არ გამოიკვეთა, ძალიან  რთულია  ისაუბრო საკუთარ  ქვეყანაში როგორი ინფლაცია  გექნება, ან  გექნება  თუ არა , მეორეს მხრივ მე  ვფიქრობ  რომ  საქართველოს მთავრობის და  ეროვნული ბანკის  პოლიტიკა  ცოტა უფრო ნათელი უნდა იყოს, ისინი უნდა გვეუბნებოდნენ უფრო კოორდინირებული მოქმედებების  შედეგებს, უფრო საერთო პოზიციას, იმიტომ რომ  ჩემი  შთაბეჭდილებით  ხდება ასე, რომ ეროვნული ბანკი საუბრობს  ერთს და მეორე პოზიცია  ფიქსირდება.

Მე  წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ  ქვეყნის  შიგნით  ბიზნეს  გარემო უნდა  იყოს პროგნოზირებადი, მესჯები უნდა  ყოს  კოორდინირებული’. –  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …