მთავარი ეკონომიკური მოვლენები 30 მაისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

სანქციები და ენერგეტიკა

BI: გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, მაგრამ ნუ ელით ბაიდენს, რომ შეამცირებს მათ: მათ უკვე გამოიყენეს თავიანთი ყველაზე დიდი რესურსი.

Bloomberg: ნავთობის ფასები სტაბილურად შენარჩუნდა ახალი სავაჭრო კვირის გახსნაზე, რადგან ჩინეთმა მიაღწია პროგრესს ანტივირუსული შეზღუდვების შემსუბუქებაში, ხოლო ევროკავშირმა განაგრძო მუშაობა რუსეთის ნედლეულის იმპორტის აკრძალვის გეგმაზე ლიდერების სამიტის წინ.

ატლანტიკური საბჭო: იმისთვის, რომ სანქციებმა იმუშაოს, დასავლეთმა უნდა შეამციროს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები და ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოს.

FT: ევროპის ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ინგრევა, აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი. დიპლომატები ხაზს უსვამენ უთანხმოებას სანქციების პაკეტზე, რომელსაც წევრი ქვეყნები ორშაბათს განიხილავენ.

Foreign Policy: დასავლური ბიზნესისთვის რუსეთში დარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ პუტინის ომის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და იმის აღიარებას, რომ თქვენი ბიზნესი მხოლოდ პუტინის ახლობლების კეთილი ნებით არსებობს.

სასურსათო უსაფრთხოება

IMF: უკრაინის ომის ფონზე ხორბლის ფასმა რეკორდულად მოიმატა – ომში მონაწილე ქვეყნები მსოფლიო ექსპორტის თითქმის მესამედს უზრუნველყოფენ. სურსათზე ხარჯების გაზრდის გამო ინფლაცია შეიძლება კიდევ უკფრო დაჩქარდეს.

 

• ხორბლის ექსპორტის გარდა შემცირდება სასუქების მიწოდება, რომლებიც საკვანძოა სოფლის მეურნეობისთვის.

• მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა სასუქების მნიშვნელოვანი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან ან უკრაინიდან.

WB: გლობალური კრიზისის დაძლევა, რომელსაც ახლა მსოფლიო აწყდება, საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს.

The Economist: ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ექსპორტის აკრძალვაზე უკეთესი გამოსავალი იქნება სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერება ვაჭრობის გახსნის დროს.

მსოფლიო ეკონომიკა

FT: ცენტრალური ბანკები სწრაფად ზრდიან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებს. ეს არის ყველაზე აქტიური გამკაცრება ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,

WB ტვიტერზე: ადამიანების პირველ ადგილზე დაყენება, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების გზით, გადამწყვეტია მდგრადი, ინკლუზიური, გრძელვადიანი ზრდისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

ADB: ცენტრალურ აზიაში უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა ონლაინ  პანდემიის დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელექტრონული კომერცია სრული პოტენციალით ამუშავდეს.

FT Weekend: სადილი არის დაუწერელი საუბრისა და დისკუსიების პლატფორმა. სწორედ მაშინ მოდის კრეატიულობა, იდეები და შთაგონება.

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …