
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც პანელურ დისკუსიებში ჩვენს რეგიონს წარმოადგენდა, COVID-19-ის პანდემიის დროს და მის შემდგომ არსებული გამოწვევების დაძლევისა და პროგრესის დაჩქარების მიზნით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიერ ყველა შესაძლო პლატფორმის, მათ შორის Stats Café -ების გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა. იმავდროულად გოგიტა თოდრაძემ, ESCAP-ის ყველა აქტივობაში, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტულ საკითხად, არა მხოლოდ სტატისტიკის სისტემის, არამედ ყველა სხვა სფეროს შემდგომი განვითარებისათვის, ქცევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.