ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისი” დისკუსიათა სერიას იწყებს სახელწოდებით “ჯეოქეისის დისკუსიები სავაჭრო პოლიტიკის შესახებ”, რომლის მიზანს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ტენდენციებსა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენს.
სერიის პირველი ონლაინ ღონისძიება 23 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება, რომლის თემაც “საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და კონკურენცია” იქნება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხებია:
• საქართველოს არსებული სავაჭრო პოლიტიკის ზოგადი ანალიზი;
• საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციის გამოწვევები/ტენდენცია;
• საქართველოს ე.წ. „ტრადიციული“ სავაჭრო პროდუქტების არქიტექტურა;
• კონკურენცია, ფასები და ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი. მოდერატორობას კი ანალიტიკური ორგანიზაციის არარეზიდენტი მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი გაუწევს.
აუდიტორიის წინაშე ძირითადი მოხსენებებით წარდგებიან:
– გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
– ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
– გოგიტა თოდრაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;
– დავით აფციაური, “ჯეოქეისის” ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;
– ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ონლაინ დისკუსიას კითხვა-პასუხის რეჟიმი დაასრულებს.