იანვარ-მარტში ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 171.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 46.6 პროცენტით გაიზარდა და 885.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (210.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (94.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (94.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 271.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 160.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 76.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.6 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …