13 – 15 მაისს ბათუმი, რიგით მე – 13 ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენის ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია „Geonet Expo” -ა. EXPO BATUMI TRAVEL 2022 სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება. ვიზიტიორებისთვის დასწრება თავისუფალია.
EXPO BATUMI TRAVEL 2022 ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე ფართო საზოგადოებას.
გამოფენის მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია.
გამოფენაზე მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები:
ტურისტული კომპანიები,
სასტუმროები,
სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები,
სპა ცენტრები,
დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები,
გასართობი დაწესებულებები,
ტურ-ოპერატორები,
საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები,
სადაზღვევო კომპანიები.
გამოფენის მხარდამჭერია: აჭარის ა/რ მთავრობა, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG საქართველოს ტელვიზიები და გაზეთები.