DL101GE-ზე რეგისტრაცია იწყება

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს “ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)“.
DL 101 GE ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული კურსია, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან, WIPO-სა და საქპატენტის ინიციატივით კი, უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახდა სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია WIPO-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების სწავლების განვითარებული საფეხურის კურსების შესწავლა.
DL 101 GE შედგება 12 მოდულისგან, მისი ხანგრძლივობა 6 კვირაა და მას ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ აკრედიტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერები (ტუტორები).
WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.
🔍 რეგისტრაციისა და კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tinyurl.com/4xp2r893

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …