13 და 15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კახაბერ კორძაია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საავტორო ტრენინგს “ფულის ფილოსოფია და ფსიქოლოგია” გამართავს.
ტრენინგი 2 დღიანია და თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 3 საათს შეადგენს. დღისწესრიგის მიხედვით 13 და 15 ივნისს ღონისძიება 19:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში გაიმართება და მისი ღირებულება 120 ლარია.
ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის ფულთან სწორად მოქცევა – სწორედ აქედან ჩნდება ფულთან დაკავშირებული პრობლემები.
• რა არის ფული? აქვს თუ არა მას საკუთარი კანონები?
• რატომ ვკარგავთ ფულს ან რატომ ვერ ვშოულობთ იოლად?
• ადამიანები ირჩევენ „ფულს“ თუ „ფული“ ირჩევს მათ?
• როგორ უნდა ვიცხოვროთ მუდმივად ფულთან ჰარმონიაში?
• უფულობის „ორმოები“
• რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ ადამიანებს შორის?!
• სიმდიდრის საზომი
თუ გაინტერესებთ პასუხი ამ და სხვა კითხვებზე, მაშინ დარეგისტრირდით 2-დღიან ტრენინგზე – „ფულის ფილოსოფია და ფსიქოლოგია” – https://forms.gle/6pSN1kQ6qNFDUsgg7
ტრენერი – კახაბერ კორძაია, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 11 ივნისია.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (თბილისი, ჩარგლის ქუჩა №73, აუდიტორია 101).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge