ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ვიზიტორებს, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან, განახლებულ ტარიფებს სთავაზობს.
როგორც ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ბოტანიკური ბაღის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების, ამოცანებისა და მიზნების განსახორციელებლად, საჭირო გახდა სულ უფრო მეტი ფინანსური რესურსი. არსებული ფინანსური მდგომარეობით, ბოტანიკური ბაღი ვერ განახორციელებდა და ვერ უზრუნველყოფდა დასახული ამოცანების შესრულებას.
“ბაღის ძირითადი შემოსავლები საკმარისია მხოლოდ სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვებისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობითი საქმიანობისათვის, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება, ტურისტული მარშრუტების სრულყოფა და ცალკეული განყოფილებების კეთილმოწყობა, გოდერძის ალპური ბაღი და ზოოლოგიური განყოფილება, საჭიროებდა დამატებით ფინანსურ რესურსებს. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა კოვიდპანდემიის შედეგად ის ფინანსური დანაკარგი, რაც ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2 წლის განმავლობაში განიცადა”, – აცხადებენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.
20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება;
“ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომელთანაც ბოტანიკურ ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ- ლექტორთა ის ჯგუფები, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას, ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები, რომელთა ბაღის ტერიტორიაზე დაშვების საკითხს ბაღის დირექტორი (ან/და მოვალეობის შემსრულებელი) მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით;
(იდენტიფიცირებით), ერთ ადამიანზე განისაზღვრა 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით
(მფლობელის იდენტიფიცირებით);
ღირებულება განისაზღვრა 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით;
განისაზღვრა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით;
Business Political Insights BPI.GE