ბაკურიანი, როგორც ტურისტების საყვარელი კურორტი და ოთხივე სეზონზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი

ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტურისტების საყვარელი სამთო-სათხილამურო კურორტია. ბაკურიანი ტურისტების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, თუმცა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ბაკურიანისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარების მომტანი იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც 2025 წელს უმასპინძლებს. მსგავსმა ჩემპიონატებმა ბაკურიანში დამსვენებლების რაოდენობა გაზარდა და კურორტი ინვესტირებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცია. პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვისაც ბაკურიანში აპარტამენტის შეძენა სურთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურორტზე.

არქის მაღალი კლასის აპარტოტელი ბაკურიანში

არქი სამთო-სათხილამურო კურორტების მოყვარულებს ბაკურნიანში ევროპული სტანდარტის, მულტიფუნქციურ აპარტოტელს სთავაზობს. არქი დიალოგი კოხტა ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ ადგილას მდებარეობს. აპარტოტელი გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით, რომელიც ყველა სეზონზე თავისებური ხიბლით გამოირჩევა. აპარტოტელში კომფორტული დასვენებისთვის ყველაფერია: სასტუმროს მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისები, რესტორანი უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით, ბარი და მყუდრო ტერასა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. არქი დიალოგ კოხტა მოიცავს 3 500 კვ.მ. გამწვანებული ეზოს და ავტოსადგომს. მშენებლობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალები.

აპარტოტელში აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკით და ყოველდღიურობისთვის საჭირო ნივთებით ბარდება. აღსანიშნავია, რომ არქი დიალოგ კოხტა გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურით, რომელიც იდეალურად ერწყმის ადგოლობრივ ურბანულ განვითარებას. დიალოგ კოხტაში აპარტამენტის შეძენა ინვესტირების კომფორტული საშუალებაცაა, რადგან მეპატრონეს არ უწევს გაქირავებასთან დაკავშირებულ პროცედურებში დროის დაკარგვა. არქი უზრუნველყოფს დამქირავებლის მოძიებას, გაქირავებას და აპარტამენტის მოწესრიგებას.  Აპარტამენტის მფლობელი კი მარტივად და  კომფორტულად იღებს დამატებით შემოსავალს ყველა სეზონზე.

აპარტამენტის შეძენის პირობები

აპარტოტელ არქი დიალოგ კოხტაში ბინის შეძენა 12 წლამდე განვადებით, მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებითაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპარტამენტის შეძენის მსურველს წინასწარ შესატანი თანხა არ აქვს. ხოლო აპარტამენტის ერთიანად გადახდით შეძენის მსურველებს არქი სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. არქის პერსონალური ასისტენტები ყველა მომხმარებელს გაარკვევენ გადახდის პირობებში, დაეხმარებიან სასურველი აპარტამენტის შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. აპარტამენტის შესაძენად და დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშრდით: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …