BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

თბილისი (BPI) – ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო კომპონენტით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის სრული სპექტრით შემოწმებას და მისი შესაბამისობის დადგენას ევროპულ სტანდარტებთან.

სამართლებრივი კუთხით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებს დაემატოს მინიმუმ რამოდენიმე კომპონენტი.

ამასთან, შემდგომი, ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დაწესებულ ხარისხობრივ სტანდარტებზე მუდმივი დაკვირვება და კონტროლი. აღსრულების მექანიზმების ეფექტურობის ამაღლება და მათი სრულყოფის აუცილებლობა ასევე ეხება სულ ახლახანს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის დიდი ძალისხმევით მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული ნავთობპროდუქტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას.

ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი პროგრესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობასთან.

იმედი გვაქვს, რომ ხარისხობრივ ნორმებში რამოდენიმე კომპონენტის დამატებაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ბუნებრივია, ჩაითვლება როგორც ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …