დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ფარგლებში გამართულ გახსნით ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა განათლების სექტორში მოკლევადიანი პროგრამების მნიშვნელობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრიობას გადამზადების პროგრამების შემუშავებაში.

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის” აერთიანებს განახლებადი ენერგიების სექტორის ბიზნეს-წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ორგანიზებულია უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის მიერ.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …