26%-მდე დავწევთ პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს; მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი – ღარიბაშვილი

ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს საკითხზე და შეჯერდნენ, რომ პენსიონრების საპროცენტო განაკვეთი 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ეს საპროცენტო განაკვეთი იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი.

„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე ჩავაბარო ჩვენს მოქალაქეებს ანგარიში, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როცა მე ვიყავი პარლამენტში, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა შეეხებოდა პენსიონრების საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, დღს ჯერ კიდევ არის მაღალი. თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს იყო 80%, 90%, 100%-ზე მეტი. ჩვენ რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ ეს საბანკო პროცენტი, მაგრამ 36 % მაინც მაღალია პენსიონრებისთვის. ამიტომ, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევქმენით კომისია, იმუშავეს ამ საკითხზე და შეჯერდნენ, რომ აღნიშული 26 %-ს არ აცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს, რაც კიდევ ერთი შვება იქნება ჩვენი პენსიონრებისთვის, “ – განაცხადა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …