25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან  06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შემთხვევითი სიახლე

ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში …