რეზოლუცია – სებ-ს ბანკების რეგულაციის ახალი ინსტრუმენტი აქვს

თბილისი (BPI) – სებ-ს ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა, ცვლილებების პაკეტი  ბანკის პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს.
რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარი ალტერნატივაა, გამოიყენება, ლიკვიდაციის რეჟიმში არსებული ბანკის მიმართ, რომლის მხრიდან სექტორის სტაბილურობაზე საფრთხისრისკების გამოიკვეთება.
რეზოლუცია დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებულ დაცვას და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება.
ჩარჩოში სებ-ი სარეზოლუციო ინსტრუმენტებს გამოიყენებს, კომერციული ბანკის შერწყმისთვის, აქტივების გასხვისებისთვის, დროებითი ბანკი შეიქმნება, რომლის მფლობელობას ფინანსთა სამინისტროს არ უზღუდავს.
აქტივების დროებითი ბანკისთვის გადაცემა, კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების ან ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით (Bail-in).

“ჩარჩო კრიზისულ სიტუაციებში სებ-ს აძლევს ბერკეტს, ზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობა, დეპოზიტართა ინტერესების დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად იმოქმედებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, სსფ-ის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები”, –  განაცხადა  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

რეზოლუცია – ეროვნულის უფლებამოსილება, ლიკვიდაციის ნაცვლად წავიდეს რეზოლუციის გზით“, – გაჯანსაღების და რეზოლუციის პაკეტი  2014/59/EU დირექტივას ეფუძნება.

ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის  გაჯანსაღებისთვის , რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს (ეთ-ერთი ინსტრუმენტი), ასევე დეპოზიტარებს.

კრედიტორი რეზოლუციამ იმაზე მეტად არ უნდა აზარალოს, ვიდრე ლიკვიდაცია აზარალებდა. თუ მაინც იზარალა. სხვაობა უკან დაუბრუნდება.

როგორც იცით, კომერციული ბანკი გაკოტრების კანონით არ რეგულირდება, რომელიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

გაკოტრების რეჟიმი მხოლოდ გაკოტრებას ითვალისწინებს. რეზოლუციის ჩარჩო კი აჩენს მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას.

ფინანსთა სამინისტროც გახდება მესაკუთრე, კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება – 50 მლნ, ცვლილებებს შემოაქვს დროებითი ბანკის ინსტრუმენტი (ბანკის გასხვისებამდე, როცა ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს და სარეზოლუციო ფონდის  ინსტიტუტი.

ბანკს, გაუარესებული  ფინანსურის მაჩვენებლებით, გამოეცლება ხარისხიანი აქტივი და წავა გაჯანსაღებაზე, სხვა ბანკისთვის ან სახელწიფოზე გადაცემით. უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურის რეჟიმია მყისიერი. ის ყველა ნორმის შეჩერებას გულისხმობს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს. სებ-ში ევროპის ად აშშ-ის ბანკების მაგალითზე ოპტიმალურ ვადაზე აღნიშნავენ. შესაძლებელია მხოლოდ 3 დღე დასჭირდეს. ცვლილებებით, 1 წლიანი ვადაა გათვალისწინებული, იგივე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

„ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების ძირითადი ელემენტებსა” და ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა. რეზოლუციის ჩარჩოს სრული ამოქმედებისთვის ნორმატიულ აქტებზე მუშაობას ეროვნული ბანკი 2020 წელს გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …