წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -29.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 4 კვარტლის მშპ-ს -105.2%-ია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.6 მლრდ აშშ დოლარი (-77.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -105.2 პროცენტია (მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -110.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 275.3 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.1 მლრდ აშშ დოლარია (39.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 354.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.7 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 629.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …