თბილისი (BPI) – საქართველოში ფრინველის, ღორის, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 902.1 ათასია, 2.1%-ით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რქოსანი პირუტყვის მთლიანი რაოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა (-7.3).
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 7.3%-ით ნაკლებია და 813.6 ათას სულს აღწევს.
ღორის რაოდენობა 225.4 ათასი სული იყო, რაც 8.8%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ფრინველის რაოდენობამ 9.1 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.