შოლცი პუტინს: “შეაჩერეთ ეს ომი!”

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.

„შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, – თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, – არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“.

ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა.

გერმანიის კანცლერი ვლადიმირ პუტინის ბოლოს 13 სექტემბერს ესაუბრა ტელეფონით, საათნახევრის განმავლობაში. შოლცმა მაშინაც მოუწოდა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანისა და უკრაიანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.

 

წყარო: რადიო თავისუფლება

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …