ყველაზე დაბალი შანსი რეისის დაგვიანებისთვის 07:00-დან 10:00 საათამდე პერიოდია

თბილისი (BPI) – იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაგვიანება ავიამგზავრებმა უმჯობესია დილით ადრე რეისებს მიანიჭონ უპირატესობა. გასულ წელს რეისების 90%-ი, რომელიც 07:00-07:59 საათის დიაპაზონში იყო დაგეგმილი, შესრულდა დროულად.

როგორც Travel Daily News-ი იტყობინება, ამერიკული ტურისტულმა კომპანია The Points Guy-მ, 2018 წელს განხორციელებული 7 მლნ რეისი გაანალიზა. ექსპერტებმა დაადინეს, თუ დროის რომელ მონაკვეთში ხდება ყველაზე მეტჯერ დაგვიანება. კვლევამ აჩვენა, რომ პუნქტუალურად ავიარეისების უმეტესობა შესრულდა ასევე 07:00 საათიდან 07:59 საათამდე პერიოდში.

08:00 საათიდან 08:59 საათამდე პერიოდში განხორციელებული ავიარეისებi 11.4%-ი შესრულდა დაგვიანებით, 09:00 საათიდან 09:59 საათამდე პერიოდში განხორციელებული რეისების 12.4%-მა დააგვიანა.

ყველაზე პრობლემურ დროდ სახელდება 22:00 საათიდან 22:59 საათამდე პერიოდი, რადგანაც ამ დროის რეისების მხოლოდ 72.9%-ი განხორციელდა დროულად. შედარებით კარგი მაჩვენებელი დაიდო 20:00-დან 20:59 საათამდე და ასევე 21:00 საათიდან 21:59 საათამდე პერიოდზე, როდესაც რეისების 73%-ი და 73.3%-ი განხორციელდა დროულად.

მაშ ასე, ექსპერტების შეფასებით ყველაზე მაღალი შანსი, როდესაც საკმაოდ დაბალია ალბათობა რეისმა დააგვიანოს 07:00 საათიდან 10:00 საათი სახელდება, ხოლო ყველაზე მაღალი შანსი რეისის დაგვიანებისა არსებობს 20:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში.29

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის განახლებადი ენერგიის შესახებ პანელურ სესიას მოდერატორობა გაუწია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების …