ქართულ ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, მათ შორის 3 ღვინის მაგისტრი, ასევე, ღვინის ჟურნალისტები, რომლებიც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ამასთან ერთად, ტურის ფარგლებში, თბილისში მოეწყო სპეციალური დეგუსტაცია (Speed Tasting), სადაც შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, ღვინის პროფესიონალებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 20 კომპანიამ წარუდგინა.

„ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის გასაცნობად, ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს სომელიეებისა და ღვინის მაგისტრების ჯგუფთან ერთად. ჩვენი მიზანია, ვიზიტორთა ჯგუფს წარვუდგინოთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება, ქართული ტრადიციები და კულტურა, რათა გერმანული და საერთაშორისო ღვინის სამყაროს პროფესიონალებს შემდგომში ქართულ ღვინის მხარდაჭერის საშუალება მივცეთ”, – აღნიშნა „ff.k Public Relations“-ს მარკეტინგის მენეჯერმა, ლარა ბერენდსენმა (Lara Behrendsen).

ღვინის მაგისტრისა და სომელიეს, კონსტანტინ ბაუმის (Konstantin Baum) თქმით, მისასალმებელია ღვინის წარმოების პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართვა.

„საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ბევრი მსმენია საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ. პირველი, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ყველას ახსენდება არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი და ქვეყნის ისტორია. ჩემთვის გასაოცარი და საინტერესო ფაქტია, რომ ღვინის მწარმოებლების ახალგაზრდა თაობა ტრადიციული მეთოდის გარდა, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც იყენებს, მათ აქვთ ახალი იდეები და კონცეფციები, ასევე აღსანიშნავია ადგილწარმოშობის არაჩვეულებრივი ჯიშები. კიდევ უფრო მეტის ხილვის იმედი მაქვს და მინდა ქართული ღვინისა და საქართველოში მოგზაურობის გამოცდილება მომავალშიც გავიმეორო“. – აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა – გვენეტაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ წუთებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა …