ურბანული მეურნეობის პერსპექტივა საქართველოში

თბილისი (BPI) – საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურის ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ე.წ. ურბანული მეურნეობის პირობებში მზისა და მიწის გარეშე ბოსტნეულის მოყვანა რეალობად იქცა. ექსპერიმენტული სათბური თავის პროდუქციის გაყიდვას მომავალი წლის იანვრიდან გეგმავს. ამის შესახებ „ურბან გრინსის“ (Urban Geens) და „სფეის ფარმსის“ (space Farms) ურბანული მეურნეობის განვითარების ხელმძღვანელმა, ტუსია ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ  ე.წ. ურბანული მეურნეობის კონცეფცია განიხილეს, რომელიც მსოფლიო დონეზე სულ უფრო პოპულარული ხდება და რომლის მაგალითიც საქართველოში უკვე შეიქმნა. დამწყებმა ბიზნესმა „ურბან გრინსმა“ და „სფეის ფარმსმა“ გასულ წელს „აჭარა ჯგუფის“ მხარდაჭერით მზისა და მიწის გარეშე ოთახის პირობებში თაროებისგან შეკრულ სტელაჟზე ბოსტნეულის მოყვანის ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და სათბური ბაზარზე პროდუქციის გატანას იანვრიდან გეგმავს.

როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ე.წ. სფეის ფარმსის, ანუ კოსმოსური ფერმის შექმნის საამაყო პროექტი საქართველოში უკვე არსებობს. შესაბამისად პირველი ვერტიკალური სრულიად კონტროლირებადი სათბურია, რომელიც სასტუმრო „სტამბაში“ 155 კვადრატულ მეტრზე დგას და ექვსი თაროსგან შედგება, რომელიც შვიდი სართულისაა.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია თვეში დაახლოებით 500-700 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანა. მათ შორისაა, მწვანილები (ტარხუნა, რეჰანი), ბოსტნეული. დღეს კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის  ყვავილებს, იტალიურ ბეზილს, ქართულ რეჰანს, ტარხუნას და სალათის ფურცლებს.

მისი ინფორმაციით, ახალ სათბურში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები ბოსტეულისა და მწვანილის უშუალოდ თესლიდან მოყვანის და ამ აგრარული პროცესის სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, წელს სეზონის მიუხედავად. საექსპერიმენტო პერიოდი დასრულდა, მომავალი წლის იანვრიდან  კი კომპანია  გაყიდვებს დაიწყებს.თებერვლიდან დაიწყება საცალო გაყიდვებიც.

„ჩვენ ნაყიდი გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რაც სენსორებითა და სხვადასხვა მაკონტროლებელი აპარატების საშუალებით მონაცემების სრულ ბაზას აგროვებს და ამის საშუალებით ვაკონტროლებთ ტემპერატურას, ტენიანობას, ნახშიროჟანგის [CO2] გამონაბოლქვის დონეს. ვაკონტროლებთ, რა სიხშირით ეცემა მცენარეს ე.წ ლედ განათების [LED] სპექტრუმები, რისი მეშვეობითაც მცენარეს ვზრდით. ეს კონტროლი საშუალებას გვაძლევს, ჯანმრთელი და ვიტამინებით სავსე პროდუქტი გავზარდოთ“, – განაცხადა ტუსია ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პირველი ქართული ვერტიკალური სათბური იყენებს დამზოგავ ტექნოლოგიებს, რომელიც წარმოებისთვის აუცილებელი რესურსების ხელმეორედ გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიის წყალობით, თვეში 500-700 კილოგრამი ბოსტნეულის მოყვანას მხოლოდ ერთი ტონა წყალი სჭირდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგროც ღარიბაშვილი აცხადებს, აღნიშნულ ტექნოლოგიურ სათბურში ქართული ვაზის გამოყვანაც იგეგმება და პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების კომპონენტის დამატებაც გახდა შესაძლებელი, რადგან სტუდენტებს აგროტექნოლოგიებში საკუთარი ცოდნის ჩადების სურვილი გაუჩნდათ.შესაძლებელია მარწყვის მოყვანა და სალათის ყველა ფურცლის.

„ვაზის წარმოების უნიკალური 8 000-წლიანი უწყვეტი ისტორია გვაქვს და რატომ არ შეიძლება, მეცხრე ათასწლეულიც შევქმნათ, სადაც ვაზი სხვა პირობებში გაიზრდება. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი „მეცხრე მილენიუმი“ ვაზის სხვა პირობებში კულტივაციას ისახავს მიზნად, რათა მიწისა და მზის სხივების გარეშე შევძლოთ სხვადასხვა კულტურის გაზრდა. შემდეგი ეტაპი ლაბორატორია იქნება. იგეგმება, აშენდეს ისეთი ლაბორატორია, სადაც მარსის სიმულირებულ პირობებში შევძლებთ ვაზის გაშენებას.

ამაში ერთვებიან მეცნიერებიც, ასტრობიოლოგებიც და შემდეგ ალბათ ნასა-ც ჩაერთვება. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რომ ამ ლაბორატორიის განვითარებაში ხელი შეგვიწყონ. ვაზის კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ აგროტექნოლოგიების დანერგვით შეძლო ახალგაზრდებში ურბანულ მეურნებებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინტეერსი გაეჩინა. „ახლა სტუდენტებთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად,ჩვენთან უკვე დასაქმებულია რამოდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი“-აცხადებს ღარიბაშვილი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა. ის უხელმძღვანელებს საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს. …