სკოლის მოსწავლეებს შორის განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

სკოლის მოსწავლეებს შორის განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. როგორც სემეკში აცხადებენ, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნოდარ ბარბაქაძემ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიისა და ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს განახლებადი ენერგიების განვითარებისა და საჭიროების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
შეხვედრა გაიმართა ევროპის რეგულატორთა საბჭოს (CEER) EU4Energy-ს განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტთან (EU NEIGHBOURS EAST), ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან( Young European Ambassadors) და სემეკთან თანამშრომლობით.
საინფორმაციო კამპანია სკოლის მოსწავლეებისთვის განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს.
კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თბილისის N182 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს განახლებადი ენერგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ ინიციატივა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.5 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტი ერთობლივად ხორციელდება CEER-ის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …