სემეკმა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სანქციის სახით დაკისრებული 75 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

დაჯარიმების საფუძველია სს „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასს“ დაფიქსირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების …