„სემეკი საქართველოში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა“- დავით მირცხულავა

სემეკი დამოუკიდებელი მარეგულირებეი ინსტიტუციაა, რომლის ძირითადი ფუნქცია შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

  • ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირება და ტარიფების განსაზღვრა;
  • რეგულირებული საწარმოების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში წარმოშობილი დავების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
  • ირიგაციის სექტორის რეგულირება

გამომდინარე იქიდან, რომ სემეკი საქართველოში მნიშვნელოვან სექტორებს უწევს რეგულირებას საინტერესოა თუ როგორ აფასებენ მის საქმიანობას დარგის ექსპერტები. როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აღნიშნავს, სემეკი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა, რომელიც დინამიურად ვითარდება. მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში სემეკი ყოველთვის ოპერატიულია, რაც ხელს უწყობს ამა თუ იმ გამოწვევის სწრაფად გამკლავებას.

„დღეს სემეკი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა ქართულ ენერგეტიკაში, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ სექტორის მომსახურების ხარისხს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდებაზე და სწორედ ეს არის სემეკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. მე ვთვლი, რომ წლების განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება ეს ინსტიტუცია. ინერგება უამრავი სიახლე სხვადასხვა მიმართულებით. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მელიორაციის სექტორის რეგულირებაც დაიწყო. წლების განმავლობაში საირიგაციო წყლის მიწოდების პრობლემა ქვეყანაში მუდმივად არსებობდა, რაც ასევე გამოწვევა იყო მცირე ჰესებისთვის. გაზაფხულზე დაისვა სწორედ ეს საკითხი და სემეკმა ამ შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად მოახდინა ჩარევა. სწორედ ასეთი ოპერატიულობა სექტორში ძალიან ბევრ სასიკეთო რამეს ნიშნავს“.აღნიშნავს დავით მირცხულავა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი სემეკის მიერ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შექმნას ასახელებს. დავით მირცხულავას თქმით, აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს სექტორში მომუშავე პირების კვალფიკაციის ამაღლებას.

„კარგია, რომ სემეკში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო სკოლა, სადაც კვალიფიკაციის ამაღლება ხდება სექტორში მომუშავე ადამინებისთვის. მე მიმაჩნია, რომ მომავალშიც ეს ცენტრი ბევრ სასიკეთო რამეს გააკეთებს განათლების ამაღლების მიმართულებითჩვენს საზოგადოებაში“.აცხადებს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება გამჭირვალობის ნაწილს. დავით მირცხულავა აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სემეკის გამჭირვალობის ხარისხი ვითარდებოდა და დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ღიად და სწრაფად მღება.

ვფიქრობ, რომ დღეს სიტუაცია გაცილებით უკეთესია ამ კუთხით. მე, მაგალითად, როცა მინდა რომელიმე სადგურის შესწავლა ან სადისტრიბუციო კომპანიაზე მონაცემების მიღება საინფორმაციო ბაზის გაცნობის ძირითადი საშუალება არის სწორედ სემეკის საიტი, სადაც უამრავი სასარგებლო მასალაა. შესაბამისად დარგში მომუშავე სპეციალისტს გამჭირვალობის კუთხით პრობლემა ნამდვილად აღარ აქვს, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.

სემეკის როლზე საუბრისას ენერგეტიკის ყოფილი მინსიტრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ასახელებს, კერძოდ ჰესების კრიტიკულ ასაკს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სემეკი აქტიურად მუშაობდეს, რათა ჰესების ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნას.

ჩემი მუდმივი კრიტიკული თემა შეეხებოდა ენერგეტიკის სექტორს. უამრავის ჰესია საქართველოში, რომელიც კრიტიკულ ასაკს აღწევს. ცხადია, მათ ტექნიკურ მდგომარეობას ადრე ნაკლები ყურადღება ექცევოდა. ახლა სიტუაცია შეცვლილია. მათ შორის, სემეკიდან მოდის სიგნალები, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმევა. ეს ძალიან კარგია, რადგან როცა ჰესს აძლევ გენერაციის ლიცენზიას იქ აუცილებლად უნდა იყო დრწმუნებული, რომ ტექნიკური საშუალებები და მისი ყველა ნაგებობა არის გამართული. ამ მიმართებით გვქონდა უკვე საუბარი და ჩემი აზრით, სემეკიც იწყებს გააქტიურებას, რაც ძალიან კარგია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …