სემეკი საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით მაღალი დონის საკონსულტაციო შეხვედრა თურქეთში, ქ. სტამბულში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა (ERRA) და ხმელთაშუაზღვის ზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგა სემეკის წევრი, ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე.

ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, განიხილეს ენერგეტიკული კრიზისი და მისი დაძლევის გზები,  ევროპისთვის ენერგიის ტრანზიტის ალტერნატიული შესაძლებლობები, განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებები.

დავით ნარმანიამ ისაუბრა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის  განახლებადი ენერგიების პოტენციალზე. მაია მელიქიძემ, როგორც  ERRA-ს თავმჯდომარემ მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის ხედვები, გეგმები და ვრცლად ისაუბრა მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …