სებ-ი ბანკებისთვის ფული დარიგებას იწყებს, ყველას, წილის პროპორციულად შეხვდება

თბილისი (BPI) –  – სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია  ლარზე მოთხოვნა;                                 – სექტორისთვის  ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის უწყვეტად მიწოდებისთვის სებ-ს  ქმედითი ინსტრუმენტები აქვს;                                   – ვალუტის ლიკვიდობის მიწოდებისთვის არის საერთაშორისო რეზერვები, მათ შორის, სებ-ში ბანკების დარეზერვებული $1.4 მლრდ

  • სებ-ი საფინანსო სექტორზე პანდემიის  შემამსუბუქებელი საგანგებო ღონისძიებებისთვი მოემზადა

სებ-ის ინფორმაციით, ბაზარზე ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაზრდილია, დაახლოებით ₾700 მლნ-ით. პანდემიაზე რეაგირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი ბანკებში არსებული ანგარიშებიდან ₾ 850 მილიონს, სებ-ში მთავრობის ანგარიშზე გადაიტანს

სებ-ი აღნიშნავს, რომ სავალუტო ინტერვენციებით მიმოქცევიდან ₾300 მილიონზე მეტი ამოიღო. ამას დაემატა სასესხო ვალდებულებების  3 თვით გადავადება, რამაც შემოდინების ნაკადები შეამცირა, რაც ასევე ზრდის ლიკვიდურ სახსრებზე მოთხოვნას.

სებ-ის რეფინანსირების სესხებთან  ერთად  ლარის ლიკვიდობას ბანკებს და მისოებს $400 მლნ-მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებითაც მიაწვდის (1 თვიანი, 1 წლით 12 ჯერ განახლების უფლებით)

თანხა საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე 25%-მდე ლიმიტი დაწესდება.

სებ-ი სისტემისთვის ფულის მიწოდების ვალდებულებას იღებს პანდემიის გავლის შემდეგაც ასევე მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის უზრუნველყოფისას, მონეტარული ინსტრუმენტების და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერებით.

“ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში”.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების …