სებ-ის პრეზიდენტი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს

2021 წლის 27 ოქტომბერს,  12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები პირდაპირი ჩართვის დროს დაუსვან.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …