საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც  ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების  გაძლიერებას.

აღნიშნულ ცენტრში საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოა.

3 დეკემბერს,  ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) საბჭოს 102-ე სესიაზე, საქართველოს, როგორც ცენტრის ახალ წევრს, ოფიციალურად მიესალმნენ გენერალური დირექტორი  ფლორენს ღაბიე, საბჭოს პრეზიდენტი დანიელ გელენი და საბჭოს სხვა წევრები.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ხელშეწყობა. ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კლიმატთან ადაპტაციის,  კატასტროფების რისკების შემცირებისა და  მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ECMWF-ის წევრობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში კატასტროფების რისკების შემცირებისა  და კლიმატის ადაპტაციის პოლიტიკის მიმართულებებით“, – განაცხადა საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის თანამშრომლობა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate  Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …