საქართველოში ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებით სემეკის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ნორდ პულის“ სათაო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.
![📍](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t2d/1/16/1f4cd.png)
„ნორდ პულის“ მხრიდან შეხვედრებს ესწრებოდნენ გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული ჯგუფის წევრები.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
მხარეებმა სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედების დეტალები, „ნორდ პულის“ სავაჭრო პლატფორმის მუშაობის სპეციფიკაცია, შიდა პროცესები და ბაზრის ზედამხედველობის სამუშაო მექანიზმები, გაეცნენ პრაქტიკულ მაგალითებს.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის მიერ დაზუსტდა ყველა ის დეტალი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის წარმატებით ამოქმედებისათვის.
![📍](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t2d/1/16/1f4cd.png)
„ნორდ პული“ მსოფლიოში პირველი ენერგეტიკული ბირჟაა, რომელიც ოპერირებს 16 ევროპულ ქვეყანაში. კომპანია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას უწევს კონსულტაციებს, უზრუნველყოფს დღით ადრე და დღიური ბაზრების დანერგვა-ფუნქციონირებას, სავაჭრო პლატფორმის გამართვას. „ნორდ პულის“ მიერ მოსარგებლეებისთვის შეთავაზებული ენერგეტიკული ბაზრების მართვის გამოცდილება ეფუძნება მოქნილობას, გამჭვირვალობასა და ინოვაციურობას. 20 ქვეყნის 360-ზე მეტი მოსარგებლე ვაჭრობს „ნორდ პულის“ ბაზრებზე.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
„ნორდ პულთან“ ქართული მხარის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ნორდ პულ კონსალტინგსა და „ბლუბერს“ შორის არსებული მემორანდუმის, ხოლო შემდგომ, სსე-სა და „ნორდ პულ კონსალტინგს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში.