საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორდ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „თერმოინდუსტრიამ“, კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა.
პროექტის ჯამური ღირებულება 570,000 ლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში Seraphim -ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის – კომპანია „ჯეო ენერჯის“ მეშვეობით, კომპანიის ცენტრალურ ფილიალში 560 მზის პანელი დამონტაჟდა, თითო პანელის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგია 545 ვატია, ხოლო მზის სადგურის მიერ სრულად გამომუშავებული ელ. ენერგია 250 კვტ- ს შეადგენს.
„თერმოინდუსტრია“ გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში, რომელიც 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობს. „თერმოინდუსტრია“ გარემოს დამცველი კომპანიაა, რასაც მოწმობს მათი პარტნიორობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ფლობენ ISO და KIWA სერტიფიკატებს, რაც თავის მხრივ, ადასტურებს, რომ დანადგარები ენერგოეფექტური და უსაფრთხოა. მწვანე მიმართულების გაძლიერების კუთხით, კომპანია სამომავლოდ გეგმავს, ყველა ფილიალზე მზის პანელები დაამონტაჟოს.“ – განაცხადა ნათია ფაილოძემ, „თერმოინდუსტრიის“ მარკეტინგის დირექტორმა.
„გარემოზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. ჩვენს პარტნიორ კომპანია „თემრმოინდუსტრია“-ს კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ამავდროულად, ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად, 560 მზის პანელი დაამონტაჟა, რომელიც ჯამში 250 კვტ. ენერგიას გამოიმუშავებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება. მოხარულები ვართ, ამ თანამშრომლობით და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი მწვანე მიმართულებით“ – განაცხადა ნინო გერგედავამ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
„თერმოინდუსტრიის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ