საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტს “ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” განახორციელებს

საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტს „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” განახორციელებს. საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების გარე აუდიტორი საკონკურსო კომისიამ შეარჩია. საკონკურსო კომისიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა.
კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (“Ernst & Young Global Limited”), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო).
კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ, არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …