საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო სხდომას აანონსებს

თბილისი  (BPI) – „გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ძალიან კარგად გააზრებულ საინვესტიციო პოლიტიკას”, –  ეკონომიკის მინისტრს  სასტარტო პოზიციაში ყოფნა  კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს ( საეტაპო პოზიციაზე  მან სურგულაძის წასვლისას  განაცხადა 18.12.2019).

ბანკები  საპენსიო თანხებს  ვადიან დეპოზიტებზე კიდევ რამდენიმე თვე   მაინც ვერ გადაიტანენ,  სურგულაძის შემცვლელი საკონკურსო ვადაში (31/01/2020-მდე)  რომც შეარჩიონ.  სააგენტოს  კონკურსი ცენტრალურ დეპოზიტარზეც აქვს გამოცხადებული, რომლის შეურჩევლად საინვესტიციო საქმიანობა ვერ დაიწყება.

რამდენიმეწლიანი მზადების მიუხედავად, როგორც ჩანს   საპენსიო რეფორმა მოუმზადებლად დაიწყო.  შერჩეულმა დეპოზიტარმა ავტორიზაცია  სებ-შიც უნდა გაიაროს. პროცესის დასრულებას საპენსიო სააგენტო 2020 წლის მე-2 კვარტალში ვარაუდობს.

საპენსიო სქემაში 746 829 კერძო სექტორში და  215 676 საჯაროში დასაქმებულია ჩართული.  შეგახსენებთ, რომ სააგენტოს, CEO -ს (საინვესტიციო ოფიცერი)  გარეშე  კაპიტალდაბანდებები ეზღუდება.  საბჭოს ინფორმაციით,  შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს მომავალ კვირას ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავენ.

სააგენტომ კონკურსი 2-ჯერ გამოაცხადა.  სექტემბერში შერჩეულს არ ასახელებენ, არც იმას, რატომ ვერ დაითანხმეს. და გენერალური საინვესტიციო  ოფიცრისთვის  გათვალისწიებული  15 000 ლარი  საკმარისია თუ არა, სააგენტოშის შეფასებებისგან თავს იკავებდნენ. არც იმას აკონკრეტებენ,  უფრო ძვირად  დაქირავების შესაძლებლობას კანონი თუ იძლევა.

სააგენტოს ბიუჯეტით ოფიცერის ანაზღაურება 14 000  ლარის  ფარგლებშია, რაც  ბანკის და საინვესტიციო კომპანიების მენეჯერების შეფასებით, არც თუ მიმზიდველი ოფერია.

სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წარმოადგენენ დავით წიკლაური (წარმატებული ბანკირი საქართველოს სისტემურ ბანკებში მუშაობის გამოცდილებით), ჟან ფრედერიკ პოლსენი (კერძო და საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით), ოლივერ  რუსო, საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის მართვის გამოცდილებით. მაიკლ რიდლი, წამყვანი საინვესტიციო ბანკირი 37 წლიანი გამოცდილებით და ტიმო ვიჰერკენტა, ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოქმედი CEO, 20 მლრდ ევროს მოცულობის აქტივის მართვის გამოცდილებით. რისკის მართვის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …