სავალუტო ბაზრის ბრუნვა იზრდება

თბილისი (BPI) – სავალუტო ბაზარზე $/₾ ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (+$101 მლნ სებ-ის  ინტერვენციები) თებერვალში $92.7 მლნ შეადგინა (+ $6.7 მლნ m.m; +$28.6 y.y ).

სებ-ის “თვის მიმოხილვის” თანახმად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 42.6 %-ით, წლიურად კი 113.5%-ით გაიზარდა. საანგარიშო თვეს სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შედარებით შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 60% (იანვარში – 67 პროცენტი) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.

შემთხვევითი სიახლე

რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, …