სადაზღვევო ბროკერების ბაზარს 2 კომპანია გამოაკლდა

სადაზღვევიო საბროკერო ბაზარზე ცვლილებებია. ბაზარს ერთბაშად ორი კომპანია „ჯეო ინსი“ და „ბროკერ ვაისი“ ტოვებს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის ბრძანების საფუძველზე „სადაზღვევო საბროკერო ფირმა ჯეო ინსს“ და  „სადაზღვევო ბროკერ ვაისს“ რეგისტრაცია უუქმდება.

როგორც ბიზნესპარტნიორს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, როივე კომპანიას რეგისტრაცია პირადი განაცხადის საფუძველზე გაუუქმდა.

სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში უკვე ასახულია. ამ დროისთვის ბაზარზე 17 სადაზღვევო ბროკერი აგრძელებს საქმიანობას.

 

კომპანიის დასახელება
შპს “სადაზღვევო ბროკერი მაი ჯორჯია”
შპს “რეზოლუშენ ინშუარანს ბროუქერს საქართველო”
შპს “სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს”
შპს “ჯორჯიან რეინშურანს ბროკერს GEORGIAN REINSURANCE BROKERS
შპს “სადაზღვევო ბროკერი რესპექტი”
შპს “სადაზღვეო ბროკერი  სიბ ჯორჯია”
შპს “სადაზღვევო ბროკერი ნიკოლოზ ჯგუფი”
შპს ” სადაზღვევო ბროკერი ჯეოთრასთ”
შპს ” მაგნუსი სადაზღვევო ბროკერი”
შპს “სადაზღვევო საბროკერო  აი ბი სი ჯორჯია”
შპს ” სადაზღვევო საბროკერო კომპანია კალმა”
შპს ” დაზღვევის და გადაზღვევის ბროკერი არრიბა”
შპს “სადაზღვევო და გადაზღვევის ბროკერი ბროკერზ ჰაუზ ჯორჯია”
შპს ” სადაზღვევო საბროკერო აი ჯი”
შპს “ქომფეარ სადაზღვევო ბროკერი”
შპს “სადაზღვევო ბროკერი ბროკერს ჰაბი”
შპს “სადაზღვევო ბროკერი სიჯიეი”

შემთხვევითი სიახლე

მუზეუმია ჩარჩოების გარეშე – საქართველოს ბანკი და SOLO ახალ პროექტ HOLOSEUM-ს იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის …