საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის – გიორგი გახარია

თბილისი (BPI) – მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის, არ ჩქარობს. “საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის”, – ამბობს პრემიერი “ღამის კურიერში”, ეს შესაძლოა გამოცხადდეს ხვალ, ზეგ.

გიორგი გახარია ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე აცხადებს. იხსნებს, რომ საქართველომ უწყებათაშორისი საბჭო 28 იანვარს მაშინ შექმნა, როდესაც ბევრ ქვეყანაში რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული.

“რომ გვაკლდეს ისტრუმენტები იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი ვმართოთ, ჩვენ ამას გავაკეთებდით. არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის გონიერი, გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, მსგავსი მოწოდებებით ან პანიკური განწყობების შექმნით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი ამოცანა არის არანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სხვაც მოჰყვეს, მაგალითად უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად,” – თქვა პრემიერმა.

გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ.

შემთხვევითი სიახლე

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

თბილისი (BPI) – ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და …