რუსეთის მხარეს ,,ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოდან გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლი შეფერხებით ხორციელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

 

ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.

 

„აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.

 

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის“, – განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის თანამშრომლები ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანამშრომლები – …