რუსეთის ემბარგომ სააავიაციო ნავთის იმპორტი შეამცირა

თბილისი (BPI) – 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტი 0,6 ათასი ტონით არის შემცირებული 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 83 ათასი ტონაა.

საავიაციო ნავთის იმპორტის კლებას ნავთობპროდუქტების იმპოერტიორთა კავშირი საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას უკავშირებს. “რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა”, – განმარტავენ კავშირში.

შემცირებულია იმპორტის მაჩვენებელი ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 3,3 ათასი ტონით და 2,1 ათასი ტონას შეადგენს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან.

 

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …