როგორი იქნება სასტუმრო Rooms-ი კოხტაზე (ფოტოები)

თბილისი (BPI) – Rooms Hotel Kazbegi-სა და Rooms Hotel Tbilisi-ს შემდეგ, კომპანია “აჭარა ჯგუფი”  “რუმსის” ბრენდის ახალ სასტუმროს კურორტ კოხტა-მიტარბში ხსნის. Rooms Hotel Kokhta პირველ სტუმრებს ახალი წლიდან უმასპინძლებს.

Ski-in Ski-out კონცეფციის Rooms Hotel Kokhta, „კოხტა გორას” საბაგიროსთან მდებარეობს და სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.

Rooms Hotels პირველი ქართული ბრენდია, რომელიც დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სასტუმროების საერთაშორისო კომპანია Design Hotels-ის წევრი გახდა. Design Hotels-ის სასტუმროები ქმნიან მსოფლიო ტრენდებს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით, გასტრონომიის სფეროში კი ისინი ნოვატორებად ითვლებიან.

Rooms Hotel Kokhta “აჭარა ჯგუფისთვის” დამახასიათებელი დიზაინითა და არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. სასტუმროს რესტორანი კი სტუმრებს კომპანიის „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციის მიხედვით მომზადებულ კერძებს შესთავაზებს.

სასტუმროში არის 95 ოთახი, სააკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, სათხილამურო სერვისს: სკი დეპო, ლაუნჯ ბარი, საცურაო აუზი და სპორტულ დარბაზი,

Rooms Hotel Kokhta-ს პროექტის განვითარებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …