რა ტიპის მემორანდუმები გააფორმა სემეკმა 2022 წელს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს სემეკმა ჯამში 6 მემორანდუმი გააფორმა, მათ შორის:

მემორანდუმი კომისიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის

კომისიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.

მემორანდუმი კომისიას, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის

კომისიას, ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

მემორანდუმი კომისიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის

კომისიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

გარდა ამისა,მემორანდუმი გაფორმდა კომისიას, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის. ასევე კომისიას, ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის.

ამასთან, მემორანდუმი გაფორმდა კომისიასა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …