რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ბუნებრივი გაზის სექტორში – სემეკის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს სექტორში 98,241 ათასი ლარის ინვესტიცია იყო დაგეგმილი, ფაქტობრივად კი 97,302 ათასი ლარის ოდენობით შესრულდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების 83%, ანუ 81,103 ათასი ლარი კომპანიებმა საკუთარი სახსრებით განახორციელეს, ხოლო დანარჩენი 17%-ის დაფინანსება მესამე პირის მხრიდან მოხდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს  ინვესტიციები  გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის აქტიურად ხორციელდებოდა.

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით ინვესტიციები 5,036 ათასი ლარის ოდენობით განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ, რამაც შეადგინა 93,719 ათასი ლარი“.აღნიშნული სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …