პრემიერი ევროკავშირის ბაზრის გაფართოებას აანონსებს

თბილისი (BPI) – „ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. მისასალმებელია, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე. ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით – Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა და მინდა, თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო“, – პრემიერმა ევროკომისართან ახალ შეთანხმებებზე განაცხადა. საქართველოსთვის დამატებით პერსპექტივებზე.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის დახმარებით შემუშავდა  ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას.

მან ყურადღება გაამახვილა საფინანსო შეთანხმებაზე –  „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე“, რომლის ფარგლებში, 50 მლნ  ევრომდე დახმარებას მივიღებთ.  „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში კი 48 მლნ -მდე ევროს..

3 მიმართულებაა  –  კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფა, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობა. ასევეა DCFTA Facility, მეწარმეებისთვის შეღავათიან რესურსებზე  წვდომა.

მისივე ცნობით,  11-12 ივლისს,  ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაა დაგეგმილი,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10  წლის თავზე  საინვესტიციო ფორუმი მოეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებაა მოსკოვია, ბათუმიდან – თელ ავივი

თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო …