ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.7%-ითაა გაზრდილი

2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 206.7 მლნ აშშ დოლარი (649.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (25.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.3 მლნ აშშ დოლარი (95.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ოქტომბრის (23.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.9%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …