ოქტობერფესტი დაიწყო – ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

ოქტობერფესტი 2023 დაიწყო. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად ლოვენბრაუსმოაქვს. კონკურსის #Lowenfest  ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და ლოვენბრაუსთანერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ.საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე, შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობდა გამარჯვებული, ლაშა ქამადაძე მიუნხენში,  ოქტობერფესტზე გაემგზავრება.

ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“არის დღესასწაულის  მასპინძელი საქართველოში.“–  აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.

„ლოვენბრაუ“ერთ-ერთიიმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე იყიდება 1810 წლიდან.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …