მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე 6%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 6.0 პროცენტით;
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით;
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.02 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.7 პროცენტით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.3 პროცენტით მატება დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე. ამასთან, ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე. აღსანიშნავია ასევე ფასების მატება დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.7 პროცენტით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი შემცირდა 6.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 27.4 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.6 პროცენტით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები უცვლელია.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ …