მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.3 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 13.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 8.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …