მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულთა უფლებებს შორის – ეკატერინე მიქაბაძე

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, როგორიც არის შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, უფრო მეტად უნდა იყოს განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან. „მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის, ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია წარმოდგენილ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასების გაკეთება, რათა განისაზღვროს, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი ბიზნეს გარემოზე და ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე ქვეყანაში.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …