მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის გამარჯვებული ცნობილია

წელს საკუთარი საქმის სიყვარულის, განსაკუთრებული მიდგომისა და ბავშვებისათვის ცოდნის საინტერესო გზით გაზიარებისათვის ჯილდო ნინო ფსუტურს გადაეცა. ღონისძიების რიგით მეშვიდე გამარჯვებული გორის მერვე საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა. გამარჯვებულს გენერალურმა სპონსორმა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 15 000 ლარი გადასცა, ხოლო ფინალისტები ლიბერთი ბანკმა 5000 ლარით დააჯილდოვა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize” ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორი წელსაც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ოქროს სპონსორი ტრადიციულად ლიბერთი ბანკი გახლდათ.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …