თურქეთი „განვითარების გზის“ პროექტის დასრულებას ხუთ წელიწადში გეგმავს

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდიულკადირ ურალოღლუსგანცხადებით, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირის უზრუნველმყოფი ლოგისტიკური კორიდორის, „განვითარების გზის“ (Development Road) პროექტის განხორციელება სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება და ხუთ წელს გასტანს.

მინისტრის თქმით, პროექტის ღირებულება თითქმის $20 მილიარდი იქნება, ხოლო მის დაფინანსებაში ოთხი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველად „განვითარების გზის“ ღირებულება $17 მილიარდი იყო.

პროექტის ინიცირება ერაყის ხელისუფლებამ 2023 წელს მოახდინა. „განვითარების გზა“ მოიცავს 1,200 კილომეტრზე მეტი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციასა და მშენებლობას, რომელიც მაღალსიჩქარიან ავტომაგისტრალებთან იქნება დაკავშირებული და ერაყს მეზობელ სახელმწიფოებთან დააკავშირებს.

2024 წლის აპრილში თურქეთს, ერაყს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემის შექმნის ამ პროექტის შესახებ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …