2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა.
„სიკეთის საკეთებლად ყოველთვის კარგი დროა. თუმცა ვფიქრობ, რომ შობა და ახალი წელი საუკეთესო პერიოდია ქველმოქმედებისთვის. ჩვენი ეს გადაწყვეტილება – თანამშრომლებისთვის საჩუქრების ნაცვლად კეთილი საქმე გაგვეკეთებინა – კარგად გამოხატავს, თიბისის გუნდის კულტურას. საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ქალაქსა თუ სოფელში, თიბისელების ძალისხმევით, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე (და არა მხოლოდ ადამიანებზე) ვიზრუნეთ. დავეხმარეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა,“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ბენეფიციარებად შეირჩენ ხანდაზმულთა თავშესაფრები, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მარტოხელა მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლები, ბავშვთა სამუსიკო სკოლა შიდა ქართლში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, ბავშთა ჰოსპისი, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები, მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი გაერთიანებები. თიბისელების მიერ გადარიცხულ თანხას თითოეული ბენეფიციარი ორგანიზაცია თუ პირი კონკრეტული საჭიროებებისთვის გამოიყენებს.ამ მასშტაბის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების დასახმარებლად, მათ შორის, თანამშრომელთა სახელითა და ჩართულობით, თიბისის არაერთხელ განუხოციელებია. საქველმოქმედო ინიციატივამ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. პროცესში აქტიურად ჩაერთნენ თიბისელები, რომლებმაც მათი რეგიონის მასშტაბით ქველმოქმედების იდეები თავად მოიფიქრეს.
შემთხვევითი სიახლე
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …